Tuesday, May 9, 2017

ტრენინგის IX დღე

9   მაისი 


  • დღეს ჩვენს ბლოგს მივამაგრეთ ლინკები: პროექტის პორტფოლიო და ტრენერის ბლოგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბლოგიდან გადავიდეთ დრაივზე ან სხვა ბლოგზე ერთხელ დაწკაპუნებით;
  • შემდეგ მოხდა განხილვა ტრენინგის ყველა წევრის პროექტის, მოვისმინეთ და თითოეულ თემის ძლიერი მხარეები გამოვყავით, ასევე რას გავაუმჯობესებდით; 
  • ზოგადად ტრენინგი მეტად ნაყოფიერი არის ყველა წევრი მასწავლებლისთვის და მათ შორის ჩემთვის, რადგან ბევრი საინტერესო და ჩვენი საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი უნარი აღმოვაჩინეთ და  შევიძინეთ, რომელსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში.  პროექტების წერის პროცესში დავეუფლეთ დროის განაწილების, ზოგადი კითხვის, ჩეკლისტების, შეფასების რუბრიკების სწორად შექმნის მექანიზმებს. ტრენინგის ყველა დღე შემოქმედებითად დატვირთული და სასიამოვნოდ საქმიანი იყო, ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს - ხათუნა ციხელაშვილს. 

დავალება: ორი კვირის განმავლობაში უნდა დავხვეწოთ 
                     სასწავლო პროექტის გეგმა. 

Sunday, May 7, 2017

ტენინგის VIII დღე

7 მაისი

  • ã გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და გავიგეთ,  რომ მასწავლებლები შეღავათებით ვსარგებლობთ, მაგრამ აუცილებელია მივუთითოთ წყარო და  საიტი საიდან ავიღეთ ინფორმაცია; 

  • გავეცანით ჩანაწერს სააზროვნო უნარებთან დაკავშირებით, იკვეთება, მოსწავლეები რომელთაც გაძლერებული აქვთ აზროვნება ეძებენ აზრს და აქვთ შესაბამისი უნარი. 
  • მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროექტის შაბლონში გავწერეთ დიფერენცირებული სწავლება; 
  • ჩვენს დრაივზე ატვირთული ჩვენივე სახელობის საქაღალდე გავაზიარეთ ტრენერთან;
  • ასევე ვიმუშავეთ Theme - დიზაინზე და შევურჩიეთ ბლოგს სასურველი;
  • Loyout-ში ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის გრაფიკულ ნახაზში, Gadget-ის საშუალებით ჩავსვით სურათი დასათაურებით. 

დავალება: 

Sunday, April 23, 2017

ტრენინგის VI დღე

23 აპრილი

  • დღეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევქმენით, ამისათვის გავეცანით  რამდენიმე უკვე შექმნილ ნაშრომს, რომელიც დევს ინტელის სახელმძღვანელოში შაბლონის სახით. გავიგე და შემდეგ გამოვიყენე ჩემი პროექტის შესაბამისი ნაშრომის შექმნის პროცესში.
  • ინტელის სახელმძღვანელოში, რესურსების ჩანართში, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში მოვნახეთ "მასწავლებლის შინაური ცხოველი", ავიღჩიეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი და გადმოვწერე ჩემს საქაღალდეში. შემდეგ ეს ჩეკლისტი დავარედაქტირე ჩემი პროექტის შესაბამისად და შევქმენი საპრეზენტაციო ფაილის ჩეკლისტი, რომელიც დამეხმარა საპრეზენტაციო ფაილის შექმნაში;
  • Ms Power Point-ში დავიწყე საპრეზენტაციო ფაილის მომზადება პროექტის შესაბამისად. 
  • ბოლოს შექმნილი საპრეზენტაციო ფაილი და ჩეკლისტი განვათავსე დრაივზე.
დავალება: დავამთავროთ საპრეზენტაციო ფაილზე მუშაობა. 

Saturday, April 22, 2017

ტრენინგის V დღე

22 აპრილი

  • დღეს გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ინტელის სახელმძღვანელოს მიხედვით - მოდული 2, აქტივობა 3. კერძოდ განვიხილეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. ეს არის ჩემთვის მიგნება, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პროექტთან მუშაობის დროს და შემდგომ პერიოდშიც;
  • გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას, რომელსაც შემდეგშიც აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესშიც და ჩავინიშნე ჩემი პროექტისათვის საჭირო სტრატეგიები, შეფასების მეთოდები და ამ შეფასების ინსტრუმენტები;
  • შერჩეული სტრატეგიები გადავიტანე ღრუბლოვან სივრცეში, დრაივში სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში, შეფასების მოკლე მონახაზის ველში; 
  • ინტელის სახელმძღვანელოში, რესურსების განყოფილებაში,  მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებში გავეცანი "დახმარება გვჭირდება" ჩანართს, სადაც მოვნიშნე ჩემმი პროექტისათვის საჭირო: თანატოლთა უკუკავშირის ფორმა, თანამშრომლობითი რუბრიკა, პრეზენტაციის ჩეკლისტი, საინფორმაციო ბუკლეტის შეფასების სქემა და გადავიტანე ჩემს საქაღალდეში. ჩავასწორე ჩემი პროექტისათვის და ავტვირთე დრაივზე. 
დავალება: ინტელის სახელმძღვანელოში, რესურსების ჩანართში, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში ან მზა პროექტებში მოვნახოთ ჩვენი პროექტისათვის  საჭირო შეფასების რუბრიკა, ჩეკლისტი და უკუკავშირის ფორმა და მოვახდინოთ ადაპტირება. 

დღე საკმაოდ დატვირთული და საქმიანი იყო. 

Sunday, April 9, 2017

ტრენინგის IV დღე

9 აპრილი

  • სახელძღვანელოში გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას;
  • განვიხილეთ შექმნილი პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
  • ჩავნიშნეთ მიმართულების მიმცემი კითხვები ჩვენი პროექტიდან გამომდინარე: 
     ა) 1 ზოგადი კითხვა;
     ბ) 2 თემატური კითხვა; 
     გ) რამოდენიმე შინაარსობრივი კითხვა; 
  • რომელიც ავკრიფეთ Word-ის ფაილში და დრაივზე ავტვირთეთ, შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ; 
  • გავაგრძელეთ ბუკლეტზე მუშაობა და შექმნილი ბუკლეტი ავტვირთეთ დრაივზე;
დღეს მეტად ჩავუღრმავდით მიმართულიების მიმცემ კითხვებს და აღმოჩნდა მიძნელდება ზოგადი კითხვის დასმა; ამ მიმმართულებით ვიმუშავე და ჩემს მიგნებებს გამოვიყენებ შემდგომ საქმიანობებშიც;

დავალება: შევიდეთ დრაივში, ვნახოთ ჩვენი გეგმა, დავასრულოთ სტანდარტებისა და მიზნების ჩაწერა; ჩავწეროთ მიმართულების მიმცემი კითხვები; ერთმანეთს დავუკომენტაროთ პოსტები; 

Saturday, April 8, 2017

ტრენინგის III დღე



8 აპრილი

  • ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა ორ ტრენინგზე შეძენილი უნარები...
  •  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში გადავიტანეთ თემის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, რომელიც საჭიროა პროექტზე სამუშაოდ;
  • შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები და შაბლონში შევიტანეთ;
  • გავეცანით რამდენიმე პროექტს, როგორც მოდელს;
  • ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მიზანსა და შედეგებზე;
  • გავეცანით ახალი ბლუმის ტრაქსონომიის ზმნებს;
  • გავეცანით სახელმძღვანელოში საინფორმაციო ბუკლეტების შაბლონს და ბუკლეტის ნიმუშს;
  • ელექტრონულ ღრუბელში განვათავსე ჩემი საქაღალდე;

გავიგე ახალი პორტალის www.ncp.ge-ის შესახებ, რომელიც გამოვიყენე პროექტის თემის შესაბამისი სტანდარტებისა და ინდიკატორების შესარჩევად;  ვფიქრობ აღნიშნული პორტალი აქტიურად გამომადგება ჩემს საქმიანობებში; 

დავალება: თაბახის ფურცელზე მოვამზადო საინფურმაციო ბუკლეტის მოდელი; 

Sunday, April 2, 2017

ტრენინგის II დღე



2 აპრილს 

  • უკვე შერჩეული პროექტის სახელწოდების მიხედვით შევიმუშავე პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში შემდეგი კითხვების მიხედვით:
  • 1. რა არის იმ პროექტის ძირითადი არსი, რომელსაც კურსის განმავლობაში ჩამოაყალიბებთ?
  • 2. რა კავშირებს ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამ თემას შორის?
  • 3.პროექტის რა სცენარზე ფიქრობთ? როგორია თქვენი პროექტის ზოგადი მონახაზი და იდეა? 
  • 4. რა როლი ექნება თქვენს მოსწავლეებს და რა დავალებებს შეასრულებენ ისინი?
  • შემდეგ ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა საკუთარი პროექტის სათაური და მისი მნიშვნელობა, გაიმართა დისკუსია და მივიღეთ რჩევები ტრენერისგან. 
  • შემდეგ შევქმენით პორთფოლიო საკუთარი სახელით და გვარით სადაც განვათავსეთ საქაღალდეები სახელწოდებით: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა,  სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები აუდიო-ვიდეო, შეფაება.
  • გავეცანით www.ncp.ge პორტალს.
დღეს მეტად გავერკვიე და პრაქტიკაში გამოვიყენებ პროექტებთან მუშაობის დროს, თუ როგორ ჩამოვაყალიბო პროექტის არსი, მისი მნიშვნელობა, კავშირები ყოველდღიურ ცხოვრებასთან;

დავალება: სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა.

დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი.