8 აპრილი
- ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა ორ ტრენინგზე შეძენილი უნარები...
- სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში გადავიტანეთ თემის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, რომელიც საჭიროა პროექტზე სამუშაოდ;
- შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები და შაბლონში შევიტანეთ;
- გავეცანით რამდენიმე პროექტს, როგორც მოდელს;
- ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მიზანსა და შედეგებზე;
- გავეცანით ახალი ბლუმის ტრაქსონომიის ზმნებს;
- გავეცანით სახელმძღვანელოში საინფორმაციო ბუკლეტების შაბლონს და ბუკლეტის ნიმუშს;
- ელექტრონულ ღრუბელში განვათავსე ჩემი საქაღალდე;
გავიგე ახალი პორტალის www.ncp.ge-ის შესახებ, რომელიც გამოვიყენე პროექტის თემის შესაბამისი სტანდარტებისა და ინდიკატორების შესარჩევად; ვფიქრობ აღნიშნული პორტალი აქტიურად გამომადგება ჩემს საქმიანობებში;
დავალება: თაბახის ფურცელზე მოვამზადო საინფურმაციო ბუკლეტის მოდელი;
No comments:
Post a Comment