2 აპრილს
- უკვე შერჩეული პროექტის სახელწოდების მიხედვით შევიმუშავე პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში შემდეგი კითხვების მიხედვით:
- 1. რა არის იმ პროექტის ძირითადი არსი, რომელსაც კურსის განმავლობაში ჩამოაყალიბებთ?
- 2. რა კავშირებს ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამ თემას შორის?
- 3.პროექტის რა სცენარზე ფიქრობთ? როგორია თქვენი პროექტის ზოგადი მონახაზი და იდეა?
- 4. რა როლი ექნება თქვენს მოსწავლეებს და რა დავალებებს შეასრულებენ ისინი?
- შემდეგ ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა საკუთარი პროექტის სათაური და მისი მნიშვნელობა, გაიმართა დისკუსია და მივიღეთ რჩევები ტრენერისგან.
- შემდეგ შევქმენით პორთფოლიო საკუთარი სახელით და გვარით სადაც განვათავსეთ საქაღალდეები სახელწოდებით: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები აუდიო-ვიდეო, შეფაება.
- გავეცანით www.ncp.ge პორტალს.
დღეს მეტად გავერკვიე და პრაქტიკაში გამოვიყენებ პროექტებთან მუშაობის დროს, თუ როგორ ჩამოვაყალიბო პროექტის არსი, მისი მნიშვნელობა, კავშირები ყოველდღიურ ცხოვრებასთან;
დავალება: სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა.
დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი.
No comments:
Post a Comment