22 აპრილი
- დღეს გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ინტელის სახელმძღვანელოს მიხედვით - მოდული 2, აქტივობა 3. კერძოდ განვიხილეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. ეს არის ჩემთვის მიგნება, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პროექტთან მუშაობის დროს და შემდგომ პერიოდშიც;
- გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას, რომელსაც შემდეგშიც აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესშიც და ჩავინიშნე ჩემი პროექტისათვის საჭირო სტრატეგიები, შეფასების მეთოდები და ამ შეფასების ინსტრუმენტები;
- შერჩეული სტრატეგიები გადავიტანე ღრუბლოვან სივრცეში, დრაივში სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში, შეფასების მოკლე მონახაზის ველში;
- ინტელის სახელმძღვანელოში, რესურსების განყოფილებაში, მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებში გავეცანი "დახმარება გვჭირდება" ჩანართს, სადაც მოვნიშნე ჩემმი პროექტისათვის საჭირო: თანატოლთა უკუკავშირის ფორმა, თანამშრომლობითი რუბრიკა, პრეზენტაციის ჩეკლისტი, საინფორმაციო ბუკლეტის შეფასების სქემა და გადავიტანე ჩემს საქაღალდეში. ჩავასწორე ჩემი პროექტისათვის და ავტვირთე დრაივზე.
დავალება: ინტელის სახელმძღვანელოში, რესურსების ჩანართში, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში ან მზა პროექტებში მოვნახოთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო შეფასების რუბრიკა, ჩეკლისტი და უკუკავშირის ფორმა და მოვახდინოთ ადაპტირება.
დღე საკმაოდ დატვირთული და საქმიანი იყო.
No comments:
Post a Comment